ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს

0
243

ქალაქ ენერგოდარში არსებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ძალებმა დაიკავეს. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპანტებმა გამთენიისას დაბომბეს, ამ დროისთვის რადიაციული ცვლილება არ ფიქსირდება.

“ოპერატიული პერსონალი აკონტროლებს ენერგობლოკების მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათ მუშაობას რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად”, – ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს განცხადებაში.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტების თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

შეგახსენებთ, გამთენიისას რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ოკუპანტებმა მეხანძე მაშველებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ 2 საათის შემდეგ მისცეს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

წინა სტატიარუსეთი ზღუდავს წვდომას BBC-ის რუსულ სერვისზე, Meduza-სა და “რადიო თავისუფლებაზე” – RIA
შემდეგი სტატია58 არასამთავრობო ორგანიზაცია უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური