მთავარისიახლეებირუსეთი ზღუდავს წვდომას BBC-ის რუსულ სერვისზე, Meduza-სა და "რადიო თავისუფლებაზე" - RIA

რუსეთი ზღუდავს წვდომას BBC-ის რუსულ სერვისზე, Meduza-სა და “რადიო თავისუფლებაზე” – RIA

Published on

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ შეზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ სერვისზე, ასევე “რადიო თავისუფლებაზე” და მედიასაშუალება “Meduza”-ზე.

RIA წერს, რომ შესაბამისმა დეპარტამენტმა გადაწყვეტილება “შეზღუდულიყო გვერდები” რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღო.

ცნობისთვის, 1-ელ მარტს რუსეთის ხელისუფლებამ “ეხო მოსკოვი” და ტელეკომპანია “დოჟდი” , უკრაინაში ომის გაშუქების გამო გათიშა. კრემლმა ისინი “მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში” დაადანაშაულა.

დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა გუშინ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო და მუშაობას მხოლდო სოციალურ ქსელებში აგრძელებს.

რუსეთში შეფერხებით მუშაობს Facebook-ი და Twitter-ი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...