მთავარისიახლეებიმსოფლიოყველა თქვენგანი დღეს უკრაინელია! - ზელენსკიმ 7 ევროპულ ქალაქში, მათ შორის, თბილისში...

ყველა თქვენგანი დღეს უკრაინელია! – ზელენსკიმ 7 ევროპულ ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეკრებილებს მიმართა

Published on

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ევროპის ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერად გამოსულ მოქალაქეებს მიმართა

“ჩვენ ყველანი მეომრები ვართ, ყველანი ვიცავთ ჩვენს ქვეყანას: მეომრები იარაღით, ექიმები – სკალპელით, და ბავშვები თავიანთი ღიმილით. 

მე თქვენთან მიმართვისთვის სამი წუთი მაქვს. პირველ წუთს მე მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, ვინც ჩვენი ქვეყნებისთვის ბრძოლაში დაეცნენ.

მიმართვის მეორე წუთს კიდევ ერთი წუთიერი დუმილი მინდა მათ მივუძღვნა, იმ მოქალაქეებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებმაც ქვეყანას შესწირეს ტავი ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ. 

მესამე წუთი მე მინდა დაგითმოთ თქვენ, ევროპის ხალხს და გითხრათ, რომ არ გაჩერდეთ, გამოდით ქუჩაში, დაუჭირეთ მხარი უკრაინას, მის დამოუკიდებლობას, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, დაეცემა მთელი ევროპა. და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს მთელი ევროპა, გავიმარჯვებთ ყველა ერთად, გაიმარჯვებს დემოკრატია და თავისუფლება, 

ვილნიუსი, ფრანკფურტი, პრაღა, თბილისი, ბრატისლავა, ლიონი, პარიზი – ყველა თქვენგანი დღეს უკრაინელია – დიდება უკრაინას!” – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...