მთავარისიახლეებიმსოფლიოოკუპანტებმა რეზერვი შეავსეს და უტევენ - ვითარება კიევის ჩრდილოეთით, ხარკოვსა და მარიუპოლში

ოკუპანტებმა რეზერვი შეავსეს და უტევენ – ვითარება კიევის ჩრდილოეთით, ხარკოვსა და მარიუპოლში

Published on

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან რეზერვის შევსება და შეტევის ახალი მიმართულებების დამუშავება დაიწყეს. უკრაინის თავდაცვის გაერთიანებულ შტაბში ამბობენ, რომ სიტუაცია ყველა მიმართულებით მძიმდება, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. 

ბოლო ორი დღეა, გაჩნდა ახალი ცხელი წწერტილი – ეს კიევის ჩრდილო-დასავლეთია, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ახალ სამიზნედაა მიჩნეული. ამ ეტაპზე იქ შეტაკებები მიმდინარეობს. 

უკვე მერამდენედ, მძიმე ღამე იყო ხარკოვში, რომელსაც რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული მონდომებით უტევენ. აქ ისინი უკრაინელთა მხრიდან განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ამოეწურათ მარაგიც, თუმცა, ამ ეტაპზე ეს პრობლემა მოგვარებულია, შესაბამისად, ხარკოვს ისევ მძიმე ღამე და დღე ელის. 

ხერსონს ისევ ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა, ამას ჯეროვნად ვერ ახერხებენ – მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია, სადაც ადგილობრივები ოკუპანტებს მოუწოდებენ, დატოვონ ქალაქი. ხერსონელებს უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა: “აჩვენეთ მათ, რომ დროებით არიან ქალაქში, გამოდით ქუჩაში უკრაინის დროშით, იმღერეთ უკრაინის ჰიმნი”, – მოუწოდა ხერსონელებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

მძიმე რჩება ვითარება მარიუპოლში, რომელიც, ხარკოვისა და ოდესის მსგავსად, სტრატეგიული წერტილია. ქალაქი, ფაქტობრივად, ალყაშია, ადგილობრივებს დაუმთავრდათ საკვების მარაგი, დეფიციტია მედიკამენტების კუთხითაც. მარიუპოლზე გააფთრებული რუსული იერიში ისევ გრძელდება. 

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...