ნავალნიმ და მისმა გუნდმა, მთელი რუსეთის მასშტაბით, ყოველდღიური, უვადო აქციები დააანონსა

0
289

ცნობილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გუნდმა მთელი რუსეთის მასშტაბით უვადო, ომის საწინააღმდეგო აქციები დაანონსა. 

გავრცელებულ პოსტერებსა და ფლარებზე აღნიშნულია, რომ აქციები სამუშაო დღეებში საღამოს შვიდზე, უქმეებზე კი 14:00 საათზე გაიმართება. ნავალნი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, მთავარ მოედანზე შეიკრიბონ, რამდენიმე დიდი ქალაქის შემთხვევაში კი მითითებულია განსხვავებული მისამართები.

შეგახსენებთ, რომ “არა ომს!” ლოზუნგით რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მცირერიცხოვანი აქციები ტარდება, რომლებსაც სპეცრაზმი არბევს, აქტიურ მონაწილეებს კი აკავებს. მაგალითად, წითელ მოედანზე დააკავეს ხანდაზმული ქალი, რომელსაც ჩანთაზე სწორედ ეს წარწერა: “არა ომს” ჰქონდა დატანილი. 

წინა სტატიაკრემენეცკის მერი, რომელიც 1 მარტს გაიტაცეს, მოკლული იპოვეს
შემდეგი სტატიაკიევის დატოვების მცდელობისას ოკუპანტებმა მანქანას ესროლეს – დაცხრილული უკრაინული ოჯახი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური