მთავარისიახლეებიმსოფლიო"На *уй такую работу" - ტელეკომპანია "დოჟდი" მაუწყებლობას დროებით აჩერებს - აცრემლებული...

“На *уй такую работу” – ტელეკომპანია “დოჟდი” მაუწყებლობას დროებით აჩერებს – აცრემლებული გუნდი

Published on

რუსულმა ოპოზიციურმა ტელეარხმა “დოჟდ” მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. 

“ჩვენ გვჭირდება, ვიპოვოთ ძალა, ამოვისუნთქოთ და გავარკვიოთ, როგორ უნდა ვიმუშავოთ მომავალში. იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდებით ეთერში”, – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ. 

“На *уй такую работу” – ასეთი და მსგავსი წარწერებით მაისურებზე თანამშრომლები სტუდიაში შეიკრიბნენ და მაყურებელსა და ერთმანეთს დროებით დაემშვიდობნენ. 

შეგახსენებთ, 1 მარტს “როსკომნადზორმა” (რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტი) დაბლოკა “დოჟდი” რუსეთის ტერიტორიაზე. ამის მიუხედავად, ტელეარხი აგრძელებდა მაუწყებლობას იუთუბ-არხზე. 

შეგახსენებთ, კომიტეტის სანქციების ქვეშ მოხვდა ტვ “ნასტოიაშეე ვრემია”, თუმცა, მას არ შეუწყვეტია მაუწყებლობა იმის მიუხედავად, რომ რუსეთში არხი დაბლოკილია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიკვიდირებულია ასევე “ეხო მოსკვი”. 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...