მთავარისიახლეები,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი პროექტის პრეზენტაცია ანაკლიაში

,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი პროექტის პრეზენტაცია ანაკლიაში [Video]

Published on

ანაკლიაში, სასტუმრო ,,ანაკლიას’’ საკონფერენციო დარბაზში შედგა ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი საგანმანათლებლო პროექტის ონლაინ-პრეზენტაცია. პროექტი – ,,მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ’’ – გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით.
პროექტში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტიდან ათობით ახალგაზრდაა ჩართული. მოზარდები ახალგაზრდულ კლუბებს დააფუძნებენ, კლუბების ძირითადი საქმიანობა კი ადგილობრივ თემში ჰიგიენის საკითხებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზება იქნება. პროექტის მიმდინარეობისას თანასწორ-განმანათლებლები გაივლიან თემატურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კომპეტენციების ამაღლებას. მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მოიპოვონ მიკრო გრანტები და განახორციელონ მცირე, ლოკალური პროექტები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და ღონისძიებებს გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა დარგის ექსპერტები.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...