უკრაინის აღებას პუტინი 20 თებერვლიდან 6 მარტამდე გეგმავდა – კიევმა საიდუმლო ჩანაწერები მოიპოვა

0
388

საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებიც უკრაინულმა მხარემ ოკუპანტთა ერთი დაჯგუფების ლიკვიდაციის შემდეგ მის აღჭურვილობაში, საიმედოდ გადამალული იპოვა, ირკვევა, რომ მოსკოვი უკრაინის დაპყრობას 15 დღეში – 20 თებერვლიდან 6 მარტამდე გეგმავდა. ეს გეგმა დამტკიცებული და შესასრულებლად გადაცემულია ჯერ კიდევ 18 თებერვალს. 

საზღვაო ქვეითთა დანაყოფი, რომელსაც ეს დოკუმენტები აღმოაჩნდა, სადესანტო ხომალდ “ორსკიდან”, დასახლებულ პუნქტ სტეპანოვკა-1-თან უნდა გადმომსხდარიყო. ამის შემდეგ, დანაყოფი უნდა შეერთებოდა 58-ე არმიის ნაწილს და მელიტოპოლი (ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი) უნდა დაეკავებინა. 

უკრაინელთა მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტებში არის სამუშაო რუკა, საძახისების ცხრილი, მიმართულების სიგნალების ცხრილი, პირადი შემადგენლობის სია და სხვ. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც დოკუმენტები გაასაჯაროვა, მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაუჯერონ ტყვეებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ არ იცოდნენ, თუ ომში აგზავნიდნენ. 

“მათ იცოდნენ, გეგმავდნენ და ემზადებოდნენ”, – აცხადებენ თავდაცვაში. 

წინა სტატიამოთხოვნები, რომელსაც რუსეთი უკრაინას წაუყენებს
შემდეგი სტატიაარ დაუჯეროთ, რომ არ იცოდნენ: იცოდნენ, გეგმავდნენ, ემზადებოდნენ! – უკრაინის თავდაცვა ტყვეებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური