მთავარისიახლეებინაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს დარბაზში უკრაინის ჰიმნი ააჟღერა და სხდომა დატოვა

ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს დარბაზში უკრაინის ჰიმნი ააჟღერა და სხდომა დატოვა [Video]

Published on

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს სხდომა მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ უკრაინის დროშა მაგიდაზე გადაფინეს და ააჟღერეს უკრაინის ეროვნული ჰიმნი. მათი თქმით, დღეს, როცა უკრაინაში ომია, არ შეიძლებ ვინმეს სამუშაო განწყობა ქონდეს. “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციური პარტიები კი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ დღეს სხდომაზე ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამორალურად შეაფასეს.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.ზელენსკი ამბობს, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია ჰქონდა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, საქართველომ მოხალისე ჯარისკაცებს უკრაინაში გასამგზავრებლად დაბრკოლებები შეუქმნა. ამ მიზეზების გამო ზელენსკიმ ქვეყნიდან ელჩი გაიწვია.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა – “მკაფიოდ ვაცხადებ, საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს სანქციებში”. ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისში. საპროტესტო აქციებს რეგიონებიც უერთდებიან.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...