მთავარისიახლეებიღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა

ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა [Video]

Published on

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქცია საქართველოს მასშტაბით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ,,კიევი იბომბება და სანქციები არ ამართლებს“. აქციის მონაწილეების თქმით, წარმოდგენილი რიტორიკა არის იმ პროპაგანდისტული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც პუტინის რუსეთი ცდილობს თავს მოახვიოს დანარჩენ სამყაროს.“

სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარდა აქციაზე ახალგაზრდების ჯგუფიც იმყოფებოდა, რომლებიც, მათივე თქმით, ადგილზე უკრაინელი თანატოლებისადმი სოლოდარობის გამოსახატავად მოვიდნენ.

დაანონსებულ საპროტესტო აქციას ცენტრალურ ბულვარში ზუგდიდში მყოფი უკრაინელებიც შეუერთდნენ და უკრაინის ჰიმნი შეასრულეს. აქციაზე უკრაინისა და საქართველოს დროშები, ტრანსპარანტები და სიმბოლურ ფერებიანი ბუშტები ააფრიალეს და ამით კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინელიბ ხალხის მიმართ

სიახლეები

რუსული გეგმა: რა განხორციელდა, რა დარჩა გასაკეთებელი და ვინ არიან კურატორები – გივი თარგამაძის ანალიზი

გივი თარგამაძე აქვეყნებს ვრცელ, ანალიტიკურ სტატუსს იმ რუსული გეგმის შესახებ, რომელიც კრემლში საქართველოსთან მიმართებაში...

“ბევრმა ირწმუნა სიცრუე და არა ის პროგრესი, რაც თქვენ საქართველოს მოუტანეთ” – ანი ნადარეიშვილი მიხეილ სააკაშვილს

ანი ნადარეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და წერს, რომ ბევრმა ირწმუნა სიცრუე...

ავღანეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის მსხვერპლი, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანია

ჩრდილოეთ ავღანეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის მსხვერპლი, შესაძლოა, ათასობით ადამიანი იყოს. ბიძგები თურქმენეთში, პაკისტანში, ტაჯიკეთში,...

71 წლის გაგრელმა აზა ჩილაჩავამ, დაკავების შემდეგ მშრალი შიმშილობა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების თქმით, გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებთან ერთად, პოლიციელებმა...