უცხოელებისთვის, რომლებსაც უკრაინის დაცვა სურთ, საერთაშორისო ლეგიონი იქმნება – ზელენსკი

0
306

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი დანაყოფის – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის შექმნის შესახებ განაცხადა.

ლეგიონში გაწევრიანებას შეძლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა სურთ.

“ყველა უცხოელს, ვისაც სურს, შეუერთდეს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების დაცვას, შეუძლია, ჩამოვიდეს და გვერდში დაუდგეს უკრაინელებს 21-ე საუკუნის დამპყრობლების – რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წინა სტატიარუსმა დივერსანტებმა ერთი ოჯახის 3 წევრი მოკლეს, მათ შორის მე-4 კლასელი გოგონა
შემდეგი სტატიახარკოვში შესვლიდან ორ საათში რუსული დესანტის ნახევარი განადგურებულია [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური