მთავარისიახლეებიარ ვაპირებთ მონაწილეობას ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში - ღარიბაშვილი

არ ვაპირებთ მონაწილეობას ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში – ღარიბაშვილი

Published on

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.

მისი თქმით, ეს “ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს”.

“ჩვენ გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა: “მე არაფერს გავაკეთებ ისეთ, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”.

სიახლეები

დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი...

რესტორან “ქვევრის” მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

მუსიკალური პროდიუსერი და ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ის რესტორან "ქვევრის" მფლობელიც იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში...

ბოლო 10 დღეში დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს-TI

რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ფაქტობრივად ლახვას ითვალისწინებს,...

ლელომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

ლელო-ძლიერმა საქართველომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი კოალიციის წევრმა, გიორგი სიორიძემ...