უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის საზღვრები გაარღვიეს. ვრცელდება პირველი კადრები, სადაც რუსული გამანადგურებლები ჩანს, ისინი სავარაუდოდ კიევის თავზე დაფრინავენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტებს უკრაინის დედაქალაქში შესვლის ბრძანება აქვთ მიღებული. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ისმის ინტენსიური სროლების და აფეთქებების ხმა.