მთავარისიახლეებიმსოფლიომივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა, გამოცხადდეს, სამშობლო ყველამ უნდა...

მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა, გამოცხადდეს, სამშობლო ყველამ უნდა დავიცვათ – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს უკრაინის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვეტერანებს, ვისაც ძალა შესწევს, შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ. მისი თქმით, არმიას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს, რადგან ისინი გმირულად იბრძვიან.

ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართავს, ვისაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, გამოვიდეს რუსეთის ქუჩებში და გააპროტესტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

“მივმართავ უკრაინის ყველა მოქალაქეს და ჟურნალისტებს, გაავრცელეთ ინფორმაციები თუ როგორ გმირულად იბრძვიან ჩვენი მებრძოლები. მხარი დავუჭიროთ. არმია ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას ითხოვს. ისინი გმირები არიან და მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. მტერს სერიოზული ზიანი მიაყენეს როგორც დონბასსა და ლუგანსკში, ასევე სხვადასხვა რეგიონში. ეს ზიანი კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს უკრაინა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. სამშობლო ყველამ უნდა დავიცვათ. მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა, გამოცხადდეს. განსაკუთრებით ვეტერანები. ჩვენს დაჭრილებს სჭირდება სისხლი და გთხოვთ გახდით დონორები. მზად იყავით ყველაფრისთვის და გააკეთეთ ყველაფერი რათა სამშობლო დავიცვათ.

უკრაინელების უფლება, იცხოვრონ თავის მიწაზე, ხელშეუხებელია. რუსეთი დილაადრიან თავს ლაჩრულად დაგვესხა. რუსეთი ბოროტების გზაზე დგას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს და იმ ადამიანებს ვისაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, გამოვიდეს რუსეთის ქუჩებში და თქვენი მთავრობის ქმედებები, ომი უკრაინის წინააღმდეგ გააპროტესტეთ”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთმა ჯარები შეიყვანა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...