უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სიცრუეა რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინელი მესაზღვრეები და სამხედრო ნაწილები წინააღმდეგობას არ უწევენ რუსულ სამხედრო აგრესიას და იარაღს ყრიან.
სასზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული აგრესიის დაწყების დროიდან ამ რეალურ დრომდე, სხვადასხვა ლოკაციაზე, მინიმუმ, სამი უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.
შეგახსენებთ ასევე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დილის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე ჩამოაგდეს ხუთი რუსული თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და ააფეთქეს ოთხი რუსული ტანკი.
უკრაინაში აფეთქებული პირველი რუსული ტანკების ფოტოები – სულ ოთხი ტანკი ააფეთქეს