უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის იგორ ლიაშკოს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, 169 კი დაიჭრა.
ეს ოფიციალური მონაცემები რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის მისამართით დღეს, გამთენიისას დაიწყო, როცა რუსულმა სამხედრო ტექნიკამ უკრაინის საზღვარი ყირიმის მხრიდან, დონეცკისა და ლუჰგანსკის ოლქებთან და ასევე, ბელორუსის მხრიდან გადაკვეთა.