მთავარისიახლეები"შიმშილობა მისთვის ფატალური შედეგის მომტანია... ოპტიმალური გამოსავალი უცხოეთში გადაყვანაა" - ექიმი მიხეილ...

“შიმშილობა მისთვის ფატალური შედეგის მომტანია… ოპტიმალური გამოსავალი უცხოეთში გადაყვანაა” – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე მესამე დღეა, შიმშილობს. ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც შიმშილობამ შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიღოს.

მედიკოსების თქმით, პირველ რიგში აუცილებელია, მესამე პრეზიდენტი ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც შესაბამისი მკურნალობა გაეწევა.

“გართულდება მდგომარეობა. გართულდება იმიტომ, რომ პირველი შიმშილობისას მისი საწყისი მდგომარეობა სულ სხვანაირი იყო და ახლა სულ სხვანაირია. რა თქმა უნდა, ვეღარ იქნება საუბარი ხანგრძლივ შიმშილობაზე. თუ ჩვენ მართლა ვფიქრობთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, უკეთესი იქნება, რომ სადმე სხვაგან გადავიდეს. პირველ რიგში სტრესი მოეხსნება”, – ამბობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია.

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს ალტერნატიული კონსილიუმის წევრი, ლალი ჯავაშვილიც. თუმცა, ის ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, მესამე პრეზიდენტის მკურნალობა საზღვარგარეთ მოხდეს.

“ახალი შიმშილობა მისთვის ეს უკვე არის განაჩენი, ის ვეღარ გაუმკლავდება. მას აღარ გააჩნია საბაზისო სარეზერვო მექანიზმები, რომელიც გადაატანინებს მას თუნდაც 10-დღიან შიმშილობას. ეს ახალი გადაწყვეტილება შიმშილობისა, არის ფატალური შედეგის მომტანი ნამდვილად. ოპტიმალური გამოსავალია, რომ ის გადავიდეს, დათანხმდეს უცხოეთში გადაყვანას”, – თქვა ლალი ჯავაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში საკვების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს. მესამე პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებაა.

სიახლეები

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...