მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთს სანქციები კანადამ და იაპონიამაც დაუწესა

რუსეთს სანქციები კანადამ და იაპონიამაც დაუწესა

Published on

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარების შემდეგ, რუსეთს სანქციებს კანადა და იაპონიაც უწესებს.

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ის აკრძალავს ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვებას და გარკვეული ინდივიდების ანგარიშებს გაყინავს. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ.

მისი თქმით, მოსკოვის ბოლო ქმედებებმა უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია და ტოკიო მზადაა, დამატებითი ზომები მიიღოს სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში.

რაც შეეხება კანადას, პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ, უკრაინაში მოსკოვის ბოლო ქმედებებს “სუვერენულ სახელმწიფოში შემდგომი შეჭრა” უწოდა და ეკონომიკური სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა.

კანადა თავის მოქალაქეებს აუკრძალავს ყველა ფინანსურ ურთიერთობას აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში. ტრუდომ თქვა, რომ რუსი პარლამენტარები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ გადაწყვეტილებას, ასევე დაისჯებიან. კანადელებს ასევე აეკრძალებათ რუსული ობლიგაციების შესყიდვა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო.

მოსკოვს სანქციები დაუწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, ასევე, ბრიტანეთმა. გერმანიამ “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის ამოქმედება შეაჩერა. სანქციების პაკეტს ამზადებს ავსტრალიაც.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...