მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვს სანქციებს ავსტრალიაც უწესებს

მოსკოვს სანქციებს ავსტრალიაც უწესებს

Published on

უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემდეგ, რუსეთს სანქციებს დასავლეთთან ერთად ავსტრალიაც უწესებს. ოთხშაბათს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა “რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის” საპასუხოდ, პირველი ზომები გამოაცხადა.

მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ავსტრალია, პირველ რიგში სანქცირებულთა სიაში შეიყვანა რუსეთის უშიშროების საბჭოს 8 მაღალჩინოსანი. მათ ფინანსური სანქციები დაუწესდათ და მოგზაურობა აეკრძალებათ.

გარდა ამისა, მკაცრი ეკონომიკური ზომები შეეხება რუსეთის აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონს. მორისონის თქმით, სანქციები მოიცავს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ნავთობის, გაზის და მინერალების მარაგებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გარდა ახალი შეზღუდვებისა, ავსტრალია გაახანგრძლივებს სანქციებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და სევასტოპოლის მიმართ.

დასანქცირდება რამდენიმე რუსული ბანკიც.

ამასთან, მორისონმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად დაწყებული აქვს:

“რუსეთი მზადყოფნაშია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად და ეს სავარაუდოდ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოხდება”, – აღნიშნა მან.

ის დღეს უკრაინის პრემიერმინისტრთან კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრებს.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო.

მოსკოვს სანქციები დაუწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, ასევე, ბრიტანეთმა. გერმანიამ “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის ამოქმედება შეაჩერა. ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა კანადამ და იაპონიამაც.

სიახლეები

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.  "საზღვარგარეთ...

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის...

უკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ნოემბერს დაკრძალავენ ვალდეს რივერო ხუან კარლოსს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და...