მთავარისიახლეებიმსოფლიო"ვ.ი. ლენინის სახელობის საბჭოთა უკრაინა" - ვლ. პუტინის ვიდეომიმართვის ძირითადი გზავნილები

“ვ.ი. ლენინის სახელობის საბჭოთა უკრაინა” – ვლ. პუტინის ვიდეომიმართვის ძირითადი გზავნილები

Published on

რუსი ხალხისადმი მიმართვის დროს, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა სხვადასხვა შინაარსის გზავნილები გააჟღერა, რომლებიც, ძირითადად, სსრკ-ს დანგრევასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ასევე ნატოს გაფართოებას ეხებოდა. 

ვლ. პუტინის განცხადებით, სსრკ-ს დაშლის მერე ისტორიულმა რუსეთმა (სსრკ-მ) არათუ ყველა დანაპირები შეუსრულა გამოყოფის მომხრე ნაციონალისტებს, არამედ უანგაროდ და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემით ეხმარებოდა გამოყოფილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს;
მისივე თქმით, უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მთლიანად რუსეთის შექმნილია, და “მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელობის საბჭოთა უკრაინა, რადგან ის იყო მისი შემქმნელიცა და არქიტექტორიც”. ვლადიმირ პუტინმა ყირიმიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინას ხრუშჩოვმა აჩუქა.
2017 წლის ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინმა ახსენა არა “რევოლუცია”, არამედ “გადატრიალება”;
ვლ. პუტინის თქმით, სსრკ-ს ტერიტორია “ისტორიული რუსეთის” კუთვნილი მიწა იყო. 
“რუსეთს ემუქრებიან მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვარსებობთ”, განაცხადა ვლ. პუტინმა და დაამატა:
“გვემუქრებიან სანქციებით, რომლებსაც მაინც შემოიღებენ, უკრაინაში არსებული სიტუაციის მიუხედავად”
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის მიღების ამბავი გადაწყვეტილია და მხოლოდ დროის საკითხია. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთზე უეცარი სარაკეტო დარტყმის საშიშროება იზრდება და “ბალისტიკური რაკეტებით დაარტყამენ რუსეთის ევროპული ნაწილის ყველა წერტილს, რომელსაც მოინდომებენ”.
ვლადიმირ პუტინი ნატოს ოფიციალურ დოკუმენტებსაც გადასწვდა და განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების დროს, ნატოს მიერ რუსეთი მოხსენიებულია, როგორც პოტენციური მტერი.
შეგახსენებთ, ამავე ვიდეომიმართვაში ვლ. პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
https://odishinews.ge/2022/02/21/vl-putinma-l-dnr-damoukidebel-sakhelmtsiphoebad-aghiara/

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...