მთავარიUncategorizedუკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასახელებს ძირითად არგუმენტებს , რომელსაც ემყარება მისი მოსაზრება, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება:

1. დასავლეთმა მიაღწია ერთიანობის არნახულ დონეს და სანქციების შემოღება მართლაც ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის, ისევე როგორც დასავლეთის სამხედრო დახმარება ძალიან გაურთულებს რუსეთს საქმეს.
ცალკე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლონეთი. NATO-ს 40-მილიონიანი წევრი, რომელსაც საერთო საზღვარი აქვს უკრაინასთან და სასიცოცხლო დაინტერესება. პრაქტიკულად, ეს იქნება რუსეთის ომი უკრაინასთან, პოლონეთთან, 80 მილიონ ადამიანთან. პოლონელები პირდაპირ არ იომებენ, მაგრამ შეუზღუდავ მომარაგებას, წვრთნას და მხარდაჭერას განახორციელებენ და შეუქმნიან უკრაინას მყარ ზურგს. პოლონეთის უკან ამერიკა და NATO-ა. ტყუილად არ იმეორებს ბაიდენი, რომ დაიცავს NATO-ს მოკავშირეებს. იგულისხმება პოლონეთი, რუმინეთი, როგორც უკრაინის ზურგი.
2. კიევში, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ შარშან ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა მეხუთე კოლონას (მათ შორის მეც ვიყავი თანამომხსენებელი ანტი-ოლიგარქიული კანონის), პუტინს კიევში არავინ ელის და პირიქით, პოლიტიკური კლასი უფრო კონსოლიდირებულია, ვიდრე ოდესმე.
3. და ბოლოს, პუტინმა აშკარად ვერ მიაღწია რუსეთის შიგნით ისეთ საზოგადოებრივ კონსენსუსს, რომელიც 2008 და 2014 წლებში ჰქონდა.- წერს  მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...

შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...