მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს" - ენმ-ს მოთხოვნა "ოცნებას"

“ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს” – ენმ-ს მოთხოვნა “ოცნებას”

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, თუ “ოცნება” 3 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მათი ჩანაცვლება სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებით, გახსნილი სიებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამ მანდატის ჩამორთმევა დიახ ნიშნავს გაგრძელებას ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების და ასევე შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოედგინა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას, გავაგრძელებთ მუშაობას.

ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს მინიჭებული მანდატი, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რომელიც ქართველმა ხალხმა ზეწოლით, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტი სამი ოპოზიციონერ დეპუტატის – შალვა ნათელაშვილს, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას განიხილავს.

სიახლეები

ზუგდიდის აქციების მედროშეს შალვა ესართიას, მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლით გაასამართლებენ

ზუგდიდში საპროტესტო აქციების მონაწილე შალვა ესართიას და წერს, რომ მის ძმა მუხლი გადაუკვალიფიცირეს და...

თურქი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი...

ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. ფაქტს საქართველოს...

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...