მთავარისიახლეებიპოლიტიკარას აკეთებს და რას აცხადებს პენიტენციური სამსახური ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებების...

რას აკეთებს და რას აცხადებს პენიტენციური სამსახური ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებების მორიგ შეზღუდვაზე

Published on

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან ადვოკატებისა და თანამებრძოლების მეშვეობით გაავრცელა მიმართვა, რომლითაც ეხმაურება მისთვის მორიგი,   კერძოდ,  პაემნების უფლების  და სატელეფონო ზარების  შეზღუდვის დაწესების შესახებ : “ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება.

რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს.”  – წერს მიხეილ სააკაშვილი.

,,ეს არის პასუხი უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ, მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაციაზე,   სატელეფონო უფლების შეზღუდვას ემატება  პაემნების უფლების შეზღუდვაც მესამე პრეზიდენტის მონახულებას ოჯახის წევრები თვეში მხოლოდ ერთხელ შეძლებენ.” ასე აფასებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილისთვის დაწესებულ შეზღუდვას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა:”მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სამსახურის მიერ დაწესებულ, რაიმე ახალი სახის შეზღუდვის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, საკუთარი უფლებების შესახებ, სრულად ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის შემდგომი მოხდა, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განესაზღვრა. ,,პატიმრობის კოდექსის“ 65-ე მუხლის თანახმად კი, ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის თავსდება საკანში, უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი.

მსჯავრდებული მ.სააკაშვილი, ასევე, ინფორმირებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია ჰქონდეს ორი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ერთი, დამატებითი, ხანგრძლივი პაემანი.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მ. სააკაშვილი იმყოფება N12 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისივე თანხმობის შესაბამისად, უტარდება ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, იღებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა რეგულარულ კონსულტაციებს და მკურნალობს დანიშნულების შესაბამისად. აქვე, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებს ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე.” ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...