აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო ზარს ცვლილებები არ მოჰყოლია., ამის შესახებ ამერიკული მაუწყებელი CNN იტყობინება.
ბაიდენთან დაახლოებული პირების თქმით, საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა
პუტინთან სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა დიპლომატიას აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ ამავე დროს გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სწრაფ და გადამწყვეტ პასუხს უნდა ელოდეს – განმარტა საუბრის დეტალები თეთრმა სახლმა.
„უკრაინაშირუსეთისკიდევერთიშეჭრაგამოიწვევსდიდადამიანურტანჯვას დაშეამცირებსრუსეთისმდგომარეობას“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აშშ ჯერ კიდევ მზადაა დიპლომატიური ჩართულობისთვის, „მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ სხვა სცენარისთვის“, – დასძინა ბაიდენმა.
პუტინის სატელეფონო ზარამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვმა წყნარ ოკეანეში ამერიკული წყალქვეშა ნავის მონაწილეობით ინციდენტის შესახებ გამოაცხადა.
ამერიკული ხომალდი კურილის კუნძულებთან, რუსეთის წყლებიდან გააძევეს. წყალქვეშა ნავი რუსეთის წყლებში კურილის კუნძულების მახლობლად რუსული საზღვაო წვრთნების დროს შევიდა და ტერიტორია მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთის მხარემ „შესაბამისი ზომები“ მიიღო. მომხდარის გამო აშშ-ის სამხედრო ატაშე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს.
როგორც ჩანს, აშშ რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს. შაბათს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ბრძანებით უკრაინიდან ყველა დარჩენილი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა დაიწყეს. კერძოდ, ფლორიდის ეროვნული გვარდიის 160 წევრის უკრაინიდან ევაკუაცია უკვე მიმდინარეობს.
ვაშინგტონმა მანამდე გაფრთხილება გაავრცელა, რომ რუსეთს მეზობელ ქვეყანაზე 16 თებერვალს თავდასხმას გეგმავს.
უკრაინაში აშშ-ს გაფრთხილებამ გაკვირვება გამოიწვია.
„თუ თქვენ ან ვინმეს გაქვთ დამატებითი ინფორმაცია 16 თებერვალს 100 პროცენტიანი შეჭრის შესახებ, გთხოვთ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ბაიდენის მიერ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ, დღეს მედიასთან პრესკოფნერენციაზე უკრიანის პრეზიდენტმა.
იმავდროულად, რუსეთი განაგრძობს სამხედრო ძალების დემონსტრირებას. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 30-ზე მეტმა გემმა დღეს სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის პორტები დატოვა. სწავლება უფრო ფართომასშტაბიანი, დაგეგმილი საზღვაო მანევრების ნაწილია-განმარტავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ამასთან, აშშ-ის საჰაერო ძალებიც განაგრძობენ მზადყოფნის რეჟიმში ყოფნას. რვა F-16 საბრძოლო თვითმფრინავი რუმინეთს გადასცეს. თვითმფრინავები ბორჩეას საჰაერო ძალების ბაზაზე ჩავიდნენ, ბუქარესტის აღმოსავლეთით 150 კილომეტრში. ისინი 150 ამერიკელ ჯარისკაცს რუმინელ სამხედროებთან ერთობლივ წვრთნებში შეუერთდებიან.
რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა რუმინეთში ოთხი საბრძოლო თვითმფრინავი და 50 ჯარისკაცი გაგზავნა. პენტაგონმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს კიდევ 3000 ჯარისკაცის პოლონეთში გადაყვანას მომავალი კვირის დასაწყისში. პოლონური ინფორმაციის თანახმად, ისინი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით უკრაინის საზღვართან უნდა განთავსდნენ.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ბაიდენამდე პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა. მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო ესკალაციის შესახებ გააფრთხილა. ორივე სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა „სურვილი გააგრძელოს დიალოგი“, – ნათქვამია ელისეის სასახლის კომუნიკეში.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა უარყო ცნობები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ და ფაქტს „პროვოკაციული სპეკულაცია“ უწოდა. ამას გარდა, მოსკოვმა დასავლეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინას აწვდიან „თანამედროვე იარაღს“ და ამით ქმნიან „პირობებს დონბასში უკრაინის უსაფრთხოების ძალების შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის“.