მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი - სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა

ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი – სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა

Published on

საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარ-შვილის დასწრებით წავიდა ამქვეყნიდან. ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი. არც ვიცი, როგორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე ამ დედამიწაზე”.

სანდრა რულოვსის დედას ალცჰეიმერის დაავადება ჰქონდა. მათ განსაკუთრებული დედაშვილობა ჰქონდათ და დედის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა. როცა სანდრას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, დედა მას კლდესავით აეფარა. ამის შესახებ ის თავად ყვებოდა:

-ჩემს დიაგნოზს ერქვა ნულოვანი სტადია.დედაჩემმა თქვა, ნეტავ, მე რატომ არ დამემართაო. ეს ჩემთვის მძიმე მოსასმენი იყო. ვიფიქრე, რომ ექიმისთვის უნდა მომესმინა და ძუძუ მომეკვეთა…

ოპერაცია ამერიკაში გავიკეთე. არ მინდოდა ამის გახმაურება, ქალურ სილამაზეზეა საუბარი…ამ ამბავმა გამაძლიერა. ეს არის ბომბი შენს ცხოვრებაში. ფიქრობ, 5 წელიწადში აღარ იქნები, როგორ იქნება ედუარდი, ნიკუშა… რას იზამს ჩემი ოჯახი?!

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...