ეროვნული თანხმობის პროცესის მორიგი რაუნდი – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიწვევით

0
235

სალომე ზურაბიშვილის  მიწვევით ორბელიანის სასახლეში ქალი პოლიტიკოსები   და მესამე სექტორის წარმომადენლები  იმყოფებიან.

ისინი   ამბობენ, რომ  პრეზიდენტისგან ამჯერად   უფრო მეტ კონკრეტიკას ელოდებიან, ვიდრე    პირველი-მეორე შეხვედრისას, რადგან მაშინ მკაფიოდ არ იყო  გამოკვეთილი  კონტურები,  როგორ ხედავს ის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს.

,,ჩვენი მხრიდან აქცენტები მომავალზე გაკეთდება. წარსულის შეფასება და მსჯელობა კარგია, მაგრამ ქვეყნის წინაშე მდგარ ამ ღრმა პოლიტიკურ პოლარიზებას წარსულზე საუბარი ვერ გადაჭრის” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

 პრეზიდენტის გეგმის მოლოდინშია დემოკრატიული საქართველოს ლიდერიც. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის შეხვედრაზე წარსულზე სასაუბროდ არ მოსულა. 

წარსული არ არის დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტი. როდესაც ქვეყანაში ძალიან მწვავე პოლიტიკური მძიმე ეკონომიკური  კრიზისია, როცა ქვეყნის საშინაო და საგარეო ვითარება არის ძალიან რთულ ვითარებაში, ამ დროს ჩვენ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა ვეძებოთ”- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მის როლს ამ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ ეს ყოველივე დემოკრატიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. 

მისივე თქმით, საჭიროა პრობლემების აღიარება: ჩემი აზრით, ამ პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე. რა თქმა უნდა წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ, ეს პროცესი, მათ შორის წარსულის შეფასება, მომავალზე კონცენტრირებას უნდა ემსახურებოდეს. ამ პროცესის შედეგად უნდა მოხდეს შეფასება კონკრეტულად როგორი სახელმწიფო უნდა გვქონდეს. ჩემი მანდატის ფატგლებში, მე ამ პროცესში საკუთარ ჩართულობას ვხედავ იმ შემთხვევაში თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია განიცდის”- თქვა სახალხო დამცველმა

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი, ეკა გოგაური “ტვ პირველთან” აცხადებს, რომ საჭიროა დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკოსები კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდნენ:  ძალიან მნიშვნელოვანია,  დღეს კონკრეტული პოლიტიკოსები კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდნენ, რომ ეს სტაგნაცია და პრობლემები გადავჭრათ. 

ამაზე ვესაუბრე პრეზიდენტს და მზად ვარ, ყველა იმ პროცესში ჩავერთო, სადაც იქნება ამ საკითხზე საუბარი, რადგან დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე  ვდგავართ. წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემს და ‘საერთაშორისო გამჭვირვალობის” როლს ვხედავ იმ პროცესში, რომელიც დაეხმარება დღევანდელი კრიზისის გადალახვას”- თქვა ეკა გიგაურმა. 

წინა სტატიაშალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი ევროპელ მოკავშირეებს  მიმართავს უკრაინის საკითხს უფრო მტკიცედ მიუდგნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური