მთავარისიახლეები"ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო.... ასე როგორ დაგოიმდი?!" - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს

“ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო…. ასე როგორ დაგოიმდი?!” – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს

Published on

“ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო…. ასე როგორ დაგოიმდი?!” – ასე მიმართა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის. მისი განცხადებით, ივანიშვილმა “სტავკა” პუტინის გამარჯვებაზე დადო, თუმცა მას ძალიან ცუდად აქვს საქმე.

“მე მაქვს ცუდი ამბავი შენთვის, ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ეხლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ესე როგორ დაგოიმდი ა?! პუტინი ასხავს ბოლომდე უკრაინაში საქმეს და რომ დაიმალე ჩირგვებში [….]

ღარიბაშვილი რომ დააავადეთ კოვიდით, როცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა, თქვენ რა იცით, დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, ძალიან მოითხოვა, რომ შეხვედროდა პრემიერმინისტრი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს არ წყვეტს და მოითხოვა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, საგარეო საქმეთა მინისტრს რომელმაც დაურეკა ინგლისის საგარეო მინისტრმა, დაემართა კოვიდი, თითქოს კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ თქვეს მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო, მოკლედ ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მისი განცხადებით, საქართველო სრულიად დაუცველია და პუტინი, რომელიც უკრაინაში შეჭრას ვეღარ ახერხებს, მისი მეორე გეგმა შიდა ქართლის ანექსიაა, რომლის რუსეთისთვის მიერთება სურს.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...