მთავარისიახლეები"ვითხოვ ექიმების დაუყოვნებლივ დაშვებას" - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

“ვითხოვ ექიმების დაუყოვნებლივ დაშვებას” – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის დავალებით, უკვე 5 კვირაა რუსთავის ციხეში მასთან პირად ექიმს არ უშვებენ.

მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, უკიდურესად დამძიმდეს და ლეტალური შედეგი დადგეს, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ივანიშვილს დაეკისრება.

“მე მინდა მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. მე გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, გუშინ მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი ნიუ-იორკიდან ჩამოსული პირადი ექიმი წერს ყოველდღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან და პარიკმახერი შემოუშვეს 1 დღეში. ივანიშვილის ძალებით უკვე 5 კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან დიდი სისუსტე, მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები.

ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა. ეს ხდება შენი მითითებით და ამას ვერსად დაუძვრები ოლიგარქო… ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს. მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება, იმ პირობებში, როდესაც შენ მიაღწევ შენს მიზანს და ეს ყველაფერი დამთავრდება ლეტალურად ჩემთვის, იმას ვერ ეღირსები, რომ უბრალოდ აზროვნება არ შემეძლოს, მახსოვრობა არ მქონდეს და ინვალიდიზაცია მოხდეს. ეს იქნება ან სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება.

მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. უკრაინის პროკურატურამ უკვე ექსტერიტორიული პროცესები დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, დარწმუნებული ვარ, იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაში. ვეღარც თურქეთში ვეღარ გახვალთ დასასვენებლად, მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა მანამ, სანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ ამის ხარჯზე…

მე მჭირდება სამედიცინო დახმარება ახლა. შემოუშვით ჩემთან ის ექიმები, რომლებსაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს დამთავრდება ცუდად თქვენთვის პირველ რიგში, ამის გარანტიას გაძლევთ”, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილს.

ცნობისთვის, საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. გარდა ამისა, პროკურატურა მოწმეებსაც წარადგენს.

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და აქციას მართავენ.

სიახლეები

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას...

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...