მთავარისიახლეებისოფელ პირველ მაისში, წყლის არხში 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

სოფელ პირველ მაისში, წყლის არხში 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

Published on

ხობის სოფელ პირველ მაისში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სავარაუდოდ წყლის არხში ჩავარდა და დაიხრჩო.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თანასოფლელის სახლიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა.

მთელი დღის განმავლობაში, გადაუღებელი წვიმის გამო არხში წყალი ადიდებული იყო და მან გამოსვლა ვეღარ შეძლო. ცხედარი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს გამოუძახეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...