მთავარისიახლეებიადამიანი, რომელიც ითხოვს სამედიცინო დახმარებას, სასამართლო ვალდებულია რეაგირება გააკეთოს - ნიკა გვარამია

ადამიანი, რომელიც ითხოვს სამედიცინო დახმარებას, სასამართლო ვალდებულია რეაგირება გააკეთოს – ნიკა გვარამია

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განმარტა ის შუამდგომლობა, რომლითაც მოსამართლეს მიმართეს. საუბარია ექიმების არშეშვებაზე.

ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, გამოეტანა განჩინება და დაევალებინა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ამ ფაქტის მოკვლევა.

“მე ვფიქრობ, რომ მთავარი რაც ამ პროცესზე მოხდა იყო ის, რომ პატიმარმა სამჯერ განაცხადა რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, სჭირდება ექიმი და მას ეს ექიმი არ ჰყავს და მოითხოვა რომ შეეშვათ ექიმები და ზოგადად დახმარების გაწევა ითხოვა იმიტომ, რომ პრობლემები აქვს ჯანმრთელობის.

ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის და წამების წინააღმდეგ კონვენციის საფუძველზე, რომ ადმიანი, პატიმარი, რომელიც ითხოვს სამედიცინო დახმარებას და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ხორციელდება არაჰუმანური მოპყრობა და მას არ გაეწევა სათანადო სამედიცინო დახმარება, სასამართლომ უნდა მიმართოს სასჯელაღსრულების დაწესებულების გენერალურ დირექტორს და დაავალოს მას ამ საკითხის გამოკვლევა. ამით სასამართლო არ დაადგენს, რომ წამებას აქვს ადგილი, იმიტომ რომ ეს არ არის საქმე, სადაც წამება იხილება, მაგრამ სასამართლო ვალდებულია ასეთ განცხადებაზე გააკეთოს რეაგირება.

მოსამართლემ განმარტა, მათ შორის პენიტენციური სამსახურის გასაგონად, რომ მას ეს ვალდებულება ნამდვილად აქვს, რომ პატიმარს გაუწიოს ყოველგვარი დახმარება, თუმცა თქვა, რომ ამ ეტაპზე ამ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.

შემდეგი ეტაპები იქნება. გარწმუნებთ, ყველა სასამართლო სხდომაზე იქნება ამგვარი ტიპის განცხადება თუ მიხეილს სააკაშვილს ისევ არ გაუწევენ დახმარებას და არ შეუშვებენ ექიმებს და ყველა მოსამართლე იქნება ვალდებული, რომ ამაზე იმსჯელოს და ყველა უარი იქნება წამების კონვენციის დარღვევა და სისხლის სამართლის საპროცესო კონვენციის დარღვევა. იცით, რომ ასეთი ტიპის უარები და დარღვევები მიგვაქვს იქ, სადაც საჭიროა” განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, მოსამართლემ ადვოკატებს მოსთხოვა შუამდგომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ეს დოკუმენტი არ არსებობს და მოსამართლეს შეუძლია იხელმძღვანელოს სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით – რომ მიხეილ სააკაშვილს არ უწევენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას

“საქმეც იმაშია, რომ ასეთ დოკუმენტს არ გვაძლევენ და ერთადერთი, რასაც უდნა დაეყრდნოს მოსამართლე ეს არის სახალხო დამცველის გავრცელებული დოკუმენტი სადაც წერია, რომ მას ადეკვატური დახმარება არ გაეწევა. ასე წერია შავით თეთრზე. კეთილი ინებოს მოსამართლემ და იხელმძღვანელოს ამ დოკუმენტით და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება.

განმარტება მოსამართლის მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯია, იმის თქმაც, რომ ამ ეტაპზე არა – წინ გადადგმული ნაბიჯია და წინ გადადგმული ნაბიჯის ისიც, რომ პროკურატურას წინააღმდეგობა არ გაუწევია ამ შუამდგომლობისთვის” განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...