მთავარისიახლეებიპოლიტიკა" სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კომპრომისს სისუსტედ განიხილავს'' - ევროპარლამენტარი სვენ...

” სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კომპრომისს სისუსტედ განიხილავს” – ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი

Published on

,,ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად პოლიტიკოსებმა ხელიდან იშვიათი შესაძლებლობა გაუშვეს. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კომპრომისს სისუსტედ განიხილავს, რაც “ძალიან სამწუხაროა”. – განაცხადა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება კონკრეტულ რეზოლუციას, ვიტყოდი, რომ სხვადასხვა სპექტრისა და ორივე მხარის პოლიტიკოსებთან საუბრის შემდეგ, ვხედავ, რომ მათი პოზიციები დიდად არ განსხვავდება. ყველას ესმის, რომ აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ყველას ესმის, რა საფრთხეს წარმოადგენს რუსული აგრესია არამხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

ეს ძლიერი გამაერთიანებელი ელემენტია, თუმცა ცხარე დებატები და ბოლო არჩევნების შედეგები გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. ისინი სათანადო პატივს არ სცემენ კომპრომისს. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი მას სისუსტედ განიხილავს, რაც ძალიან სამწუხაროა. ამის გამო, ხელიდან გაუშვეს იშვიათი შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია”, – თქვა მიქსერმა

როგორც მან აღნიშნა, კომპრომისთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას.

“ვფიქრობ, ორივე, მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც უნდა დაფიქრდეს, რა შეიძლება გაკეთდეს კომპრომისის სულისკვეთების გასაუმჯობესებლად. ნათელია, ვისაც უმრავლესობა აქვს, პირველი ნაბიჯი მან უნდა გადადგას, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით თავს უფლებას ვერ მისცემენ, მარტოებმა იარონ” – თქვა მიქსერმა

1-ელ თებერვალს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია რუსეთის ხსენების გარეშე მიიღო. 

ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს მხარს არ უჭერდნენ. ოპოზიცია ითხოვდა, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის შესახებ ჩაიწერებოდა. 

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...