მთავარისიახლეებიპოლიტიკა" სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კომპრომისს სისუსტედ განიხილავს'' - ევროპარლამენტარი სვენ...

” სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კომპრომისს სისუსტედ განიხილავს” – ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი

Published on

,,ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად პოლიტიკოსებმა ხელიდან იშვიათი შესაძლებლობა გაუშვეს. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კომპრომისს სისუსტედ განიხილავს, რაც “ძალიან სამწუხაროა”. – განაცხადა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება კონკრეტულ რეზოლუციას, ვიტყოდი, რომ სხვადასხვა სპექტრისა და ორივე მხარის პოლიტიკოსებთან საუბრის შემდეგ, ვხედავ, რომ მათი პოზიციები დიდად არ განსხვავდება. ყველას ესმის, რომ აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ყველას ესმის, რა საფრთხეს წარმოადგენს რუსული აგრესია არამხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

ეს ძლიერი გამაერთიანებელი ელემენტია, თუმცა ცხარე დებატები და ბოლო არჩევნების შედეგები გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. ისინი სათანადო პატივს არ სცემენ კომპრომისს. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი მას სისუსტედ განიხილავს, რაც ძალიან სამწუხაროა. ამის გამო, ხელიდან გაუშვეს იშვიათი შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია”, – თქვა მიქსერმა. 

როგორც მან აღნიშნა, კომპრომისთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას.

“ვფიქრობ, ორივე, მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც უნდა დაფიქრდეს, რა შეიძლება გაკეთდეს კომპრომისის სულისკვეთების გასაუმჯობესებლად. ნათელია, ვისაც უმრავლესობა აქვს, პირველი ნაბიჯი მან უნდა გადადგას, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით თავს უფლებას ვერ მისცემენ, მარტოებმა იარონ” – თქვა მიქსერმა. 

1-ელ თებერვალს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია რუსეთის ხსენების გარეშე მიიღო. 

ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს მხარს არ უჭერდნენ. ოპოზიცია ითხოვდა, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის შესახებ ჩაიწერებოდა. 

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...