მთავარისიახლეებისაზოგადოებასიმპტომებიან პირს, რომელსაც ტესტი არ გაუკეთებია და ექიმი მეთვალყურეობდა, პასპორტს მისცემენ

სიმპტომებიან პირს, რომელსაც ტესტი არ გაუკეთებია და ექიმი მეთვალყურეობდა, პასპორტს მისცემენ

Published on

პირი, რომელიც არ იქნება გატესტილი კორონავირუსზე და სიმპტომებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას, კოვიდგადატანილად ჩაითვლება და შესაბამისად, “კოვიდ ბარათსაც” მიიღებს. საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტი სამინისტრომ დაუშვა:

“სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში “მწვანე პასპორტისთვის” ან მოგზაურობისთვის”, – აცხადებს გამყრელიძე.

2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდა. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შედიან.

მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...