სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს

0
215

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები პროტესტს წყვეტენ. “სოლიდარობის ქსელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ თანამშრომლების გაფიცვა მოლაპარაკებებით დასრულდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაიას მოლაპარაკებების მიზნით გუშინ, 21 იანვარს შეხვდნენ.

სააგენტოს თანამშრომლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური აგენტები გაფიცვას შემდეგი პირობებით ასრულებენ: ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი!….

  • .ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!” – წერია განცხადებაშ15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება;
  • მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;
  • გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
  • სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
  • გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
  • შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
  • უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი.
წინა სტატიამოძრაობა ,,სირცხვილია” მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას პარტია აჭარაში 14-მა დამფუძებელმა დემარშით დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური