ჟენევაში ისტორიული შეხვედრა დასრულდა. ვაშინგტონი მომდევნო კვირისთვის წერილობით უპასუხებს მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.

0
148

ჟენევაში ისტორიული შეხვედრა დასრულდა.

როგორც მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა,რუსეთმა გაიმეორა მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მას დაპირდა, რომ მომდევნო კვირისთვის წერილობით უპასუხებს მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს“, – თქვა ლავროვმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჟენევაში მოლაპარაკებები ლავროვის ულტიმატუმით გაიხსნა – რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის

გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები აუცილებლად გახდებიან, გაუქმდეს.

“თქვენ ევროპული ტურნეს დროს განაცხადეთ, რომ არ ელოდებით გარღვევას ამ შეხვედრისგან. არც ჩვენ ველოდებით გარღვევებს ამ შეხვედრისგან, ჩვენ ველოდებით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე,“- მიმართა ლავროვმა ბლინკენს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი ლავროვს ფუნდამენტური პრინციპები და დიპლომატიური მოლაპარაკებების ძალა შეახსენა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ აგრესიის შემთხვევაში რუსეთი პასუხს მიიღებს:  

“შეხვედრის მიზანია მოხდეს დაძაბულობის დეესკალაცია და თავიდან იქნას აცილებული რუსეთის მხრიდან დამატებითი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მე აქ მოსვლამდე კონსულტაციები გავიარე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, ჩვენ ყველანი ერთგულები ვრჩებით დიპლომატიისა და დიალოგის, თუმცა ჩვენ ასევე ერთსულოვანნი ვართ იმაში, თუ რუსეთი აგრესიის გზას აირჩევს, ამას სწრაფად და მტკიცედ ვუპასუხებთ” – განაცხადა ბლინეკნმა ლავროვის პასუხად.

წინა სტატია„პუტინს მოვუწოდებ თავი შეიკავოს და უკრაინიდან უკან დაიხიოს ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს.” – ლიზ ტრასი
შემდეგი სტატიათუ მშვიდობა გინდათ, ომისთვის მოემზადეთ – ლუკაშენკამ უკრაინასთან საზღვრების დასაცავად სამხედრო ქვედანაყოფების შექმნის ბრძანება გასცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური