მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს

Published on

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა.

ამის შესახებ ლუდმილა დენისოვამ Facebook-ზე დაპოსტა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ, სახალხო დამცველთა ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას გამოეხმაურა:

უკრაინის მოქალაქეს, რადას ნაციონალური რეფორმების კომიტეტის ხელძღვანელს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება. ეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმმა დადო.

მას პოსტტრამვული სტრესი და დეპრესია აქვს, რომლის მკურნალობას ციხეში შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება ყოველდღიურად უარესდება. ექიმთა კონსილიუმმა დაადასტურა, რომ მკურნალობის მეთოდი, რომელშიც სახალხო დამცველი ცვლილების შეტანას დაჟინებით ითხოვდა, არ მომხდარა.

მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის კურსს გადის, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გარეშე მიმდინარეობს.

მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა, – წერს ლუდმილა დენისოვა. 

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...