მთავარისიახლეებისაზოგადოება"მთავარი არხის" ახალი საეთერო ბადე - ნიკა გვარამია ცვლილებებს აანონსებს

“მთავარი არხის” ახალი საეთერო ბადე – ნიკა გვარამია ცვლილებებს აანონსებს

Published on

“მთავარი არხის” საეთერო ბადეში ცვლილებებია. განხორციელდა ასევე შიდა სტრუქტურული ცვლილებებიც. ყველაზე მთავარი სიახლე, რაც გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაანონსა, ისაა, რომ “პოსტ ფაქტუმის” წამყვანი გიორგი გაბუნია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამავდროულად, გიორგი გაბუნია გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გახდა. 

ნიკა გვარამიამ სხვა ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება სტატუსში, რომელიც “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა:

„პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც. შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს თამარ ბაღაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა “დებატები თამარ ბაღაშვილთან”. შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ“- წერს ნიკა გვარამია. 

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...