მთავარისიახლეებისაზოგადოებაკანონიერი ქურდის ჩირო შონიას  ცხედარი მეორე დღეა ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა დასვენებული

კანონიერი ქურდის ჩირო შონიას  ცხედარი მეორე დღეა ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა დასვენებული

Published on

 საბერძნეთიდან ჩამოსვენებული ე.წ. კანონიერი ქურდის ჩირო შონიას  ცხედარი  მეორე დღეა ენგურის ცენტრალურ ხიდზე, საგუშაგოსთან,  ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა დასვენებული და  ოჯახი მის  დაკრძალვას ვერ ახერხებს.

აფხაზურ მხარეს ჩირო შონიას ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილები არიან მისი ახლობლები და მეგობრები გალიდან, ოჩამჩირიდან, გაგრიდან, სოხუმიდან და სხვა ქალაქებიდან.  მეზობლები, თანასოფლელები და გალში მცხოვრები მისი სამეგობრო. ამასთან, გალში გადასვლის უფლება ამ დრომდე არ ეძლევათ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებს – აფხაზური მხარე  გალში შესასვლელად მათზე საშვებს არ უშვებს (აღსანიშნავია, რომ კრიმინალური ავტორიტეტი – ჩირო შონია ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ნათესავიც არის)  ადგილზე მობილიზებულია მილიცია

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიზეზად ასახელებს იმას,  რომ ​ჩირო შონიამ  საბერძნეთში წასვლამდე საბუთებში სახელი და გვარი შეიცვალა და შესაბამისად გალის მცხოვრებად ვერ ჩათვლიან.  ერთ-ერთი ვერსიით, ჩირო შონიას ქურდულ სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად კავშირი ჰქონდა არძინბას ძმისშვილის  მკვლელობასთან , რის გამოც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არძინბას კლანის ზეწოლით  ახლობლებს ცხედრის გადასვენების უფლებას არ აძლევს.

მანამდე AMRA-life Telegram არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების უარმა ჩირო შონიას მხარდამჭერი   „აფხაზი კრიმინალების  აღშფოთება გამოიწვია“. როგორც ჩანს,  სწორედ მათ აიძულეს ხელისუფლება  ცხედრის ზუგდიდიდან გალში ტრანსპორტირების ნებართვა გაიცა, ახლაცსწორედ ისინი ცდილობენ სიტუაციის მოგვარებას და გალის სასაფლაოზე დაკრძალვის ნებართვის მიღებას, თუმცა უცნობია როდის ან სად დაკრძალავენ ჩირო შონიას.

ქართველი „კანონიერი ქურდი“ 56 წლის ჩირო შონია, იგივე “ჩირო გალსკი” საბერძნეთში ახალი წლის ღამეს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. 

საბერძნეთში გადასვლამდე  შონია ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ცხოვრობდა და სიგარეტის კონტრაბანდით იყო დაკავებული. იგი ათჯერ იყო ნასამართლევი,  ხულიგნობის, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და ქურდობისთვის.  ე.წ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩირო შონიამ 1992 წელს მიიღო.

 

 

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...