არავინ ელოდა,მაგრამ ყაზახეთში სოციალური პროტესტი თვალსა და ხელს შუა გადაიზარდა პოლიტიკურში ,აღმოჩნდა, რომ ყაზახეთში ხალხმა დღეს ბევრად სოლიდური და დასავლური მოთხოვნები წამოაყენა და ბევრად ორგანიზებული პროტესტი გამოთქვა, ვიდრე ბელარუსში იყო. აი, იმ ბელორუსში რომელმაც თავის დროზე აღაფრთოვანა ქართველი ოპოზიციონერები, ქართველი ოფინიონმეიკერები და პოლიტიკოსები, თავის დასავლეთიანად და მაგრამ რომლის შედეგიც პრაქტიკულად ნულოვანია. – ასე ეხმაურება ნიკა გვარამია ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს, და გამოთქვამს იმედს, რომ ,, ახლა მაინც დააკვირდებიან ჩვენი აზრის ლიდერები დასავლეთის გამოხმაურებებს და იმის მიხედვით გააძლიერებენ საკუთარ პოზიციებს ყაზახეთის სასარგებლოდ.
დღეს უკვე დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნებია:
1. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება
2. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით გადადგომა.
3. პოლიტიკური რეფორმები:
დროებითი მთავრობის შექმნა ავტორიტეტული და საჯარო მოქალაქეებისგან – ყაზახეთის წინააღმდეგობის მონაწილეებისგან. თავისუფალი არჩევნების ჩატარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალების მიერ.
4. პოლიტიკური რეფორმების მთავარი პირობაა დემოკრატიის ღირებულებების მკაცრი დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, საბჭოთა მმართველობის წლების აღიარება, როგორც დანაშაული პოსტსაბჭოთა იმპერიის ხალხების წინააღმდეგ, სამხედრო აგრესიის დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის დაკავებისთვის ანექსიის შეფასების მკაფიოდ მიცემა, გამოსვლა დსთ-დან, EAEU-დან და რუსეთის ფედერაციასთან სხვა ალიანსებიდან.
ასე რომ, თუ ვინმეს ეგონა, რომ ყაზახეთი აპოლიტიკური მოთხოვნების იქით არ წავა და , ეს უკმაყოფილება ძალიან შიდაკლანური, თან ბენზინის და გაზის ფასზეა, ფაქტიურად და ოპოზიციური აზრის, დემოკრატიის გაძლიერების, დასავლური ინტეგრაციის გაღრმავების და რუსეთისგან რადიკალური დისტანცირების მოთხოვნის ნიშანი არ სცხია, მკაფიო პასუხი მიიღო.