მთავარისიახლეებიპოლიტიკაყაზახეთში სოციალური პროტესტი თვალსა და ხელს შუა გადაიზარდა პოლიტიკურში, ჩვენ სად ვართ?

ყაზახეთში სოციალური პროტესტი თვალსა და ხელს შუა გადაიზარდა პოლიტიკურში, ჩვენ სად ვართ?

Published on

არავინ ელოდა,მაგრამ ყაზახეთში სოციალური პროტესტი თვალსა და ხელს შუა გადაიზარდა პოლიტიკურში ,აღმოჩნდა, რომ ყაზახეთში ხალხმა დღეს ბევრად სოლიდური და დასავლური მოთხოვნები წამოაყენა  და ბევრად ორგანიზებული პროტესტი გამოთქვა,  ვიდრე ბელარუსში იყო. აი, იმ ბელორუსში რომელმაც თავის დროზე აღაფრთოვანა ქართველი ოპოზიციონერები, ქართველი ოფინიონმეიკერები და პოლიტიკოსები, თავის დასავლეთიანად და მაგრამ  რომლის შედეგიც პრაქტიკულად ნულოვანია. – ასე ეხმაურება ნიკა გვარამია ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს, და გამოთქვამს იმედს, რომ ,,  ახლა მაინც დააკვირდებიან ჩვენი აზრის ლიდერები დასავლეთის გამოხმაურებებს და იმის მიხედვით გააძლიერებენ საკუთარ პოზიციებს ყაზახეთის სასარგებლოდ.

 დღეს უკვე დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნებია:

1. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება
2. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით გადადგომა.
3. პოლიტიკური რეფორმები:
დროებითი მთავრობის შექმნა ავტორიტეტული და საჯარო მოქალაქეებისგან – ყაზახეთის წინააღმდეგობის მონაწილეებისგან. თავისუფალი არჩევნების ჩატარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალების მიერ.
4. პოლიტიკური რეფორმების მთავარი პირობაა დემოკრატიის ღირებულებების მკაცრი დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, საბჭოთა მმართველობის წლების აღიარება, როგორც დანაშაული პოსტსაბჭოთა იმპერიის ხალხების წინააღმდეგ, სამხედრო აგრესიის დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის დაკავებისთვის ანექსიის შეფასების მკაფიოდ მიცემა, გამოსვლა დსთ-დან, EAEU-დან და რუსეთის ფედერაციასთან სხვა ალიანსებიდან.
ასე რომ, თუ ვინმეს ეგონა, რომ  ყაზახეთი აპოლიტიკური მოთხოვნების იქით არ წავა და , ეს უკმაყოფილება ძალიან შიდაკლანური, თან  ბენზინის და გაზის ფასზეა, ფაქტიურად და ოპოზიციური აზრის, დემოკრატიის გაძლიერების, დასავლური ინტეგრაციის გაღრმავების და რუსეთისგან რადიკალური დისტანცირების მოთხოვნის ნიშანი არ სცხია, მკაფიო პასუხი მიიღო. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...