მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ს ეს განცხადება უმკაცრესია და, თუ გეოპოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ, კიდევ უფრო...

აშშ-ს ეს განცხადება უმკაცრესია და, თუ გეოპოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ, კიდევ უფრო მძიმე -ელენე ხოშტარია

Published on

ეს უმკაცრესი განცხადება გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და კიდევ უფრო მძიმეა.  – ამბობს ელენე ხოშტარია  აშშ-ს განცხადებაზე მმართველი პარტიის გზავნილებისშესახებ
მისი თქმით, ,,მაშინ როდესაც უკრაინისა და საქარათველოს უსაფრთხოება მორიგი თავდასხმის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან, სადაც პირდაპირ რუსეთი ამბობს ამ ქვეყნების ბედი ჩვენ უნდა მოგვანდოთო, საქართველოს მთავრობა არა თუ არ ეძებს დაცვას დასავლეთში, არამედ უპირისპირდება დასავლეთს. თან უპირისპირდება ავტორიტარიზმის გაძლიერების ნიშნით. ძალაუფლების კონტროლის მექანიზმებზე ფიქრსაც არ ვაპირებთ, მივიტაცეთ და ჩვენიაო.
პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური კონფიგურაცია კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს, როგორც უმრავლესობის ნების ამსახველი ძალის.
ასევე მოქალაქეებს კარგად უნდა ავუხსნათ არჩევანი რასა და რას შორის დადგა. საბოლოო ჯამში არჩევანს ხალხი აკეთებს”- ამბობს ელენე ხოშტარია
ცნობისათვის: ,,ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...