ანდერს ფოგ რასმუსენი: საქართველო-უკრაინას NATO-ში ადგილს დავპირდით, დროა პირობა შევასრულოთ

0
305

“2008 წელს ორივეს, საქართველოსა და უკრაინას NATO-ს მაგიდასთან ადგილებს დავპირდით, დროა გავამზადოთ სამოქმედო გეგმა, რათა ჩვენი პირობა შევასრულოთ” – ამის შესახებ  NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი Politico-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ პირობით, რომ NATO-ს მე-5 მუხლი მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე გავრცელდება, მაგრამ NATO-ს არ შეუძლია ჰქონდეს გაფართოების ისეთი ღია კარის პოლიტიკა, რომელშიც პუტინს კარისკაცად მოქმედების უფლებას მისცემს- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

რაც შეეხება უკრაინის საკითხს, რასმუსენი ამბობს, რომ მხოლოდ პუტინმა იცის შეიჭრება თუ არა უკრაინაში, თუმცა თუ ეს ასე მოხდება ნატო-მ აუცილებლად უნდა გაგზავნოს სამხედრო დახმარება და დაუწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთს.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური