შესაძლოა, იაპონელმა მეცნიერებმა შქმნან ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო იქნება და სამუდამო იმუნიტეტს მოგიტანთ.
ვაქცინაზე ტოკიოს მეტროპოლიტენის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ.
SARS-CoV-2 ვირუსის წინააღმდეგ სამუდამო იმუნიტეტს შემოგვთავაზებს, მისი შორ მანძილზე ტრანსპორტირება კი ოთახის ტემპერატურაზეც იქნება შესაძლებელი. ამის თაობაზე ინფორმაციას The Japan Times-ი, მასზე დაყრდნობით კი ქართულენოვან სტატიას on.ge ავრცელებს.
ვაქცინას მიჩინორი კოჰარა და მისი კოლეგები ქმნიან. გუნდი ყვავილვაქცინის ვირუსის შტამს იყენებს, რომელიც დაავადებას არ იწვევს. მეცნიერებმა მისი ზოგიერთი ცილა კომპონენტი SARS-CoV-2-ის წვეტის ცილიდან აღებულით ჩაანაცვლეს.
ვაქცინების შექმნისას წვეტის ცილის კომბინირება გამრავლების განსხვავებულ მექანიზმთან დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული სტრატეგიაა, კოჰარა კი ირწმუნება, რომ მისი ვაქცინა გამანეიტრალებელ ანტისხეულებს ერთი დოზით მოგვცემს და ძლიერ უჯრედულ იმუნიტეტსაც აღძრავს, რომელიც ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს.
The Japan Times-ის ცნობით, თაგვებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ აცრილ თაგვებს ანტისხეულთა მაღალი დონეები 20 თვეზე მეტხანს შეუნარჩუნდათ, რაც მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას უდრის. როდესაც თაგვებს სამკვირიანი შუალედით ვაქცინის ორი დოზა შეუყვანეს, გამანეიტრალებელმა ანტისხეულებმა ათჯერ მოიმატა.
მაკაკებში ჩატარებული მსგავსი ცდებით დადგინდა, რომ ვაქცინა მათ ინფექციისაგან იცავდა, რადგან კორონავირუსით ინფიცირებიდან 7 დღის შემდეგ ვირუსის დონეები აცრილ მაკაკებში აღმოჩენის საზღვრებზე დაბლა იყო.
კოჰარამ ისიც განაცხადა, რომ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მქონე ვაქცინებთან შედარებით მათს ნაკლები გვერდითი ეფექტი ექნება. მეცნიერის მტკიცებით, ვაქცინის შექმნისას გამოყენებულ არაპათოგენურ შტამს ძუძუმწოვრებში გამრავლება არ შეუძლია და ნაკლებ გვერდით რეაქციას გამოიწვევს.