მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ძალიან ვღელავ, ველაპარაკე ყველას, მაგრამ შიმშილობას აგრძელებენ " - გიული...

,,ძალიან ვღელავ, ველაპარაკე ყველას, მაგრამ შიმშილობას აგრძელებენ ” – გიული ალასანიამ მოშიმშილეები მოინახულა .

Published on

დღეს მოშიმშილეები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  დედა გიული ალასანიამ მოინახულა. მან ადამიანებს,  რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

“ველაპარაკე ყველას, სხვადასხვანაირია მათი ჯანმრთელობს მდგომარეობა, მე აქ შევხვდი ადამიანს,  რომელსაც შუნტირება აქვს გაკეთებული, 4 შუნტი აქვს დადებული და არაფრით არ შეიძლება მისი შიმშილობა. ექიმები ეუბნებიან, უკრძალავენ და ფეხს არ იცვლის, კატეგორიულად არ მიდის. აქ სხვებიც არიან მეტ-ნაკლებად ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს, მაგრამ კატეგორიულად არსად არ მიდიან და აგრძელებენ ამ შიმშილობას, ძალიან ვღელავ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან  პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით  მეშვიდე დღეა მასობრივი შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. 

მოშიმშილეთა ნაწილს ქრონიკული დაავადებები აქვს და მათი შიმშილობა საფრთხისშემცველია, ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად კი, ისინი საპროტესტო აქციას არ ეწყვეტენ. შედეგად 10 ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება  დასჭირდა , ორი მათგანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

 

 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...