მთავარისიახლეებიპოლიტიკასაია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მესამე პრეზიდენტის და ტვ პირველის ოპერატორის,...

საია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მესამე პრეზიდენტის და ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს საქმეებზე გამოქვეყნებულ ანგარიშებს ეწირება

Published on

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს ხედავენ. საია-ს თავმჯდომარის,  ნიკა სიმონიშვილის თქმით, ახალი კანონის მიღების მომხრეები არ არიან  და საკუთარ პოზიციას საერთაშორისო პარტნიორებთანაც დააფიქსირებენ.

ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდნა აი, ასეთი ფორმით გადადგმული, მაშინ, როდესაც დასაბუთებასაც ვერ ვხედავთ რატომ ხდება დაჩქარებულ ტემპში ამ ყველაფრის განხილვა და რატომ არ მოხდა კონსულტაცია თვითონ ინსპექტორთან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება აქვს პირადი პოლიტიკური ინტერესი.

ჩვენ პოზიციებს დავაფიქსირებთ პარლამენტშიც. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მივაწვდით მათ ჩვენს პოზიციებს. არ მოველით მაინც და მაინც იმას, რომ ხელისუფლება რაღაცას შეისმენს ჩვენი ნათქვამიდან, თუმცა რა თქმა უნდა, პროცესში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, – თქვა სიმონიშვილმა. 

ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. დამოუკიდებელი უწყების ბაზაზე “ქართული ოცნება” ორ ახალი სამახურის შექმნას გეგმავს.

დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება ხელისუფლების სამიზნე მესამე პრეზიდენტის და ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს საქმეებზე გამოქვეყნებული ანგარიშების გამო გახდა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...