სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ჯერ ბიძინა ივანიშვილის, ხოლო შემდგომში პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი მცველი ანზორ ჩუბინიძე სასამართლოს ემალება და მესამე პრეზიდენტის ადვოკატებთან შეხვედრას თავს არიდებს.
პიჯაკების საქმის საკანძო მოწმემ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს შეუთვალა, რომ ხვალ სასამართლოში მისვლას ვერ შეძლებს. ის მიზეზად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს ასახელებს.
იურისტები ამბობენ, რომ ჩუბინიძეს უწყისს იქამდე გაუგზავნიან, ვიდრე სასამართლოში არ გამოცხადდება. უფლებდამცველებს აინტერესებთ, რატომ დაედო გრიფი პრეზიდენტის ხარჯებს.
,,პიჯაკების საქმეზე განხილვა გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნიმუში იმ საქმეებს შორის, რომელსაც პროკურატურა ხელისუფლების პროპაგანდის დაკვეთით აწარმოებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაიკითხოს ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც სასამართლოს აცნობა, რომ ამ პროცესზე მონაწილეობას ვერ შეძლებს სამსახურეობრივი მიზეზებიდან გამომდინარე, თუმცა ის, რა თქმა უნდა, მომდევნო პროცესებზე ის კვლავ იქნება ჩვენს მიერ გამოძახებული. რაც შეეხება თავად საქმეს, ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ჰილარი კლინტონის რედბულით გამასპინძლების გამო. ასევე მას ასამართლებენ სენატორ ჯო ბაიდენის ვაშნგტონში გამასპინძლების გამო და ა.შ.” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი ბექა ბასილაიამ.
პიჯაკების საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული. დაესწრება თუ არა პროცესს მესამე პრეზიდენტი ჯერჯერობით უცნობია.