მთავარისიახლეებისენაკში, ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია

სენაკში, ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია [Video]

Published on

თბილისი სენაკის ცენტრალურ მაგისტრალის დაახლოებით 2 კილომეტრიან მონაკვეთზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. აქ ვერც ქვეითები მოძრაობენ და ვერც მანქანები.მძღოლები ამბობენ, რომ გადათხრილ ქუჩაზე უწევთ მოძრაობა, რაც თავისთავად პრობლემებს ქმნის და ავტომანქანასაც აზიანებს. ეს კი მძღოლებისთვის დამატებითი ხარჯის წინაპირობაა. გამნოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დანიშნულების ადგილამდე მისვლა აგვიანდებათ. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოები ამ დრომდე დაუსრულებელია.განსაკუთრებით რთული ვითარებაა უამინდობის დროს.

სენაკის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ ფარცვანიას თქმით, სამუშაოებს სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. ტენდერში მოგებული კომანია შპს ინდიკოა, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტეის ახლადარჩეული მერის ვახტანგ გადელიას ბიძაშვილია. მასთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. გზების რეაბილიტაციისთვის სამეგრელოს რეგიონში მილიონობით გამოყოფილი.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...