მთავარისიახლეებიენმ-ის ოფისთან 12 კარავია გაშლილი - საპროტესტო შიმშილობის მე-5 დღე

ენმ-ის ოფისთან 12 კარავია გაშლილი – საპროტესტო შიმშილობის მე-5 დღე

Published on

უპრეცედენტო პროტესტი და ყველაზე მასშტაბური შიმშილობის მეხუთე დღე – ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე 12 კარავია გაშლილი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ დასრულდება, რადგან მის წინააღმდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება.

“როდესაც ადამიანი შინაგანი რწმენით ხარ ჩართული იმაში, რასაც აკეთებ, აქ რა თქმა უნდა, ფიქრობ შენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ეს ყველაფერში გეხმარება. აქ მყოფი თითოეული ადამიანი არიან შემართებით, არიან მოტივირებულები და დარწმუნებული არიან, რომ თავისი ქმედებით იბრძვიან საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას, ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. ეს არის ერთეული ადამიანების პრობლემა, ეს ქვეყნის სირცხვილია, რაც ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, თუმცა, მათი ქმედება სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ ამით ქვეყანას შეულახონ პირველ რიგში სახელი. თუმცა, ჩვენი ბრძოლა გრძელდება”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მოშიმშილეები თავს კარგად გრძნობენ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...