მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ომიკრონის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ომიკრონის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Published on

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში ომიკრონის შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევაა. მისივე თქმით, ყველა დადასტურებულ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ერთის გარდა, არც ერთ პაციენტს სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია.

“დაემატა ომიკრონის შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა. სულ დადასტურებულია 29 შემთხვევა, მაგრამ ალბათ გაცილებით მეტია, რამეთუ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს დაგზავნილი, სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები ბოლო დღეების განმავლობაში უფრო გახშირდა. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება დაშვებული იქნას, რომ იყოს ომიკრონი. შემდეგ კი მისი გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში.

ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ გახლავთ ომიკრონის შტამი. ფაქტობრივად ომიკრონმა ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო. როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი.

ყველა დადასტურებულ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. არც ერთს, გარდა ერთისა, სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია”. – ამბობს ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...