მოშიმშილეები ანზორ მელიამ მოინახულა – ,,სამსახურში მშვიდად ვერ დავჯდები ”

0
270

 მე, როგორც ჩემი შვილის  მამას და როგორც კოლეგების მეგობარს არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე და არ მოვიდე და არ დავინტერესდე მათი ჯანმრთელობით, – განაცხადა ანზორ მელიამ , რომელმაც დღეს მოშიმშილეები მოინახულა.

იგი გამოქვამს წუხილს, რომ მოშიმშილეების ჯანმრთეობა  ამდენი ხნის მანძილზე ექიმებს არ გაუსინჯავთ:  ,,არცერთი არ არის წინასწარ ჯანმრთელობის მხრივ შემოწმებული და ეს აუცილებელია , როგორ შეიძლება შიმშილობდეს, მაგალითად, დიაბეტიანი ადამიანი.

ახლა რომ ჯანდაცვის  მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე იყოს, აქ აუცილებლად იდგებოდა არათუ ერთი, არამედ რამდენიმე ბრიგადა, მაგრამ არ ჰყავთ მეთაური და “ოცნება” რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით, მაგათ თუ გაწყდება მთლიანად ნაციონალები, ის გაუხარდებათ” 

აუცილებელია ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა,   შიმშილობის მე-5, მე-6, მე-7 დღეს ჯანმრთელობის მხრივ უკვე სერიოზული პრობლემები გამოჩნდება.”  – – თქვა ანზორ მელიამ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-ს მთავარ ოფისთან გაშლილ კარვებში უკვე მეოთხე დღეა  300-მდე ადამიანი შიმშილობს. 

წინა სტატიასაქართველოში დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაბანგლადეშში, მდინარეზე დიდი სამგზავრო ბორანი დაიწვა . მსხვერპლი დიდია  
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური